დავით სერგეენკო სამედიცინო გამოკვლევების მიმდინარეობას გაეცნო

24 დეკემბერი, 2018

დღეს ს.ს. სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის“ ჩხოროწყუს ჰოსპიტალში მრავალპროფილური სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს სხვადასხვა პროფილის პროფესიონალმა და გამოცდილმა ექიმებმა. მოსახლეობას საშუალება ქონდა მიეღო გინეკოლოგის, ქირურგის, ნეფროლოგის, კარდიოლოგის, დერმატოლოგის,ნევროლოგის, პედიატრის უფასო კონსულტაციები. ასევე ჩატარდა PAP და PSA ლაბორატორიული კვლევები. აქციის მიმდინარეობის პროცესს დაესწრნენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა. გაესაუბრნენ პაციენტებს და მათ საჭიროებებს გაეცნენ. ,, ჩხოროწყუს საავადმყოფო, გეგმიურ რეჟიმთან ერთად, პერიოდულად ახორციელებს პაციენტების უფასო კონსულტაციებს იმ მიმართულებებში,რომელიც ნაწილობრივ არ იფარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით, ან ითხოვს თანაგადახდას, რაც მისასალმებელია, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის. მე მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკას ასეთი პოზიტიური აქტივობისათვის” -განაცხადა დავით სერგეენკომ. უფასო სამედიცინო გამოკვლევები მუნიციპალიტეტში პერიოდულად მიმდინარეობს.

გააზიარე