სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებს საჩუქრები გადაეცა

3 დეკემბერი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერის მოადგილე ვალერ თოდუასთან ერთად, ქალაქ ჩხოროწყუს საბავშვო ბაღებს საჩუქრად სათამაშოები გადასცა. ასევე დათო გოგუა შეხვდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების თანამშრომლებს და იქ არსებულ საჭიროებებს გაეცნო. ღონისძიება მერიის ორგანიზებითა და მეღვინეობა ,,ხარებას“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და საჩუქრებს მუნიციპალიტეტის ყველა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მიიღებს.

გააზიარე