სოფელ ზუმში ასფალტირებული გზა დაიგება

17 ოქტომბერი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ,მერის წარმომადგენელთან და სოფლის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სოფელ ზუმში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. აღნიშნულ სოფელში გზის 2კმ. მონაკვეთის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოხრეშვითი სამუშაოები. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი 490 000 ლარით აფინანსებს. სამუშაოებს შ.პ.ს.,,ინდიკო“ასრულებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ასევე სანიაღვრე არხების მოწყობა. სამუშაოების დასრულების ვადა 2018 წლის 17 დეკემბრით განისაზღვრება.

 

გააზიარე