ჩხოროწყუს სამედიცინო დაწესებულებებმა საჩუქრები მიიღეს
სამეგრელო ზემო - სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, IOCC -საერთაშორისო მართლმადიდებლური ქრისტიანული მოწყალების ორგანიზაციამ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის გამოყო სხვადასხვა დასახელების სამედიცინო სახარჯი მასალა და მოწყობილობები. აღნიშნული ორგანიზაციის საჩუქარი დღეს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალერი თოდუამ და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა კახა შელიამ ჩხოროწყუს ს.ს. სამედიცინო კორპორაცია ევესის ჩხოროწყუს ჰოსპიტალს და ნ. მიქაიას სახელობის სამშობიარო სახლს გადასცეს. ასევე, დაათვალიერეს სამშობიარო სახლი, შეხვდნენ პაციენტებს, მედ.პერსონალს და მათ საჭიროებებს გაეცნენ.