,,კოლხური შემოდგომა“ ჩხოროწყუში

10 ნოემბერი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,კოლხური შემოდგომა“ აღინიშნა. ღონისძიება მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ გახსნა , მოსახლეობას სახალხო დღესასწაული მიულოცა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად, მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 5 „საპატიო ჩხოროწყუელი“ დააჯილდოვა. საპატიო ჩხოროწყუელის წოდება მიენიჭათ: დემურ ანთიას ( ხელოვანი, სკუპლტორი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი); რევო ესართიას ( მხატვარ-დიზაინერი, ა(ა)იპ „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის“ პედაგოგი ხელოვნების დარგში); ნუგზარ ჟვანიას (ჟურნალისტი, პუბლიცისტი, შრომის ვეტერანი); ბაბუცი თოლორდავას (განათლების სისტემის ღვაწლმოსილი მუშაკი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი); გიორგი გახარიას (ვიცე-პრემიერი,საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, წარმოშობით ჩხოროწყუელი); ვიცე -პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს ჩხოროწყუელებს დაბა ჩხოროწყუსთვის მინიჭებული ქალაქის სტატუსის შესახებ ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა ,რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დაბა ჩხოროწყუ ქალაქი გახდა, როგორც დასახლების კატეგორია. დილიდან მუნიციპალიტეტის ცენტრში გაიმართა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება. ჩატარდა კონცერტი ანსამბლ ,,კავკასიონისა“ და სხვა ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით. მუნიციპალიტეტის მერიამ და საკრებულომ, ადმინისტრაციულმა ერთეულებმა, სხვადასხვა ორგანიზაციამ, საჯარო სკოლებმა, საბავშვო ბაღებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხეები მოაწყვეს. წარმოდგენილი იყო მეგრული სამზარეულო. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ხელოვანთა ნამუშევარების გამოფენა-გაყიდვა. სპორტული ღონისძიებები ჩატარდა ქართულ ჭიდაობაში, ბლიც ჭადრაკში, ქართულ ნარში და ეზოს ჩოგბურთში, მკლავჭიდში, გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, მედლებით ,თასებით, ფასიანი საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით.ქართულ ჭიდაობაში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებულს მერმა ჭედილა გადასცა. საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს ვიცე-პრემიერ მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, ვიცე- პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატი გოგა გულორდავა, მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის მოსაყდრე , ჩხოროწყუსა და სენაკის მიტროპოლიტი მეუფე შიო და სხვა სასულიერო პირები. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, რომლებმაც მოსახლეობასთან ერთად სახალხო სეირნობაში მიიღეს მონაწილეობა. ასევე დაათვალიერეს ქალაქის ცენტრში დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ეკლესია. ამ წუთებში ჯგუფ ,,ფრანისა“ და დავით არჩვაძის მონაწილეობით, ქალაქის ცენტრში გალაკონცერტი მიმდინარეობს. ,,კოლხური შემოდგომა ’’ გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება.

გააზიარე