სოფელ ლეწურწუმეში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები დასრულდა
ა(ა)იპ ,,არქეოლოგია და კონსერვაციის" დირექტორმა ნიკოლოზ მურღულიამ სოფელ ლეწურწუმეში, ჯუმითის უბანში, როლანდ ხუნტუას საკარმიდამო ნაკვეთზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა. სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და ა(ა)იპ ჩხოროწყუს ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნაირა ციმინტია დაესწრნენ. არქეოლოგიური გათხრებით 4 საცდელ შურფში მოპოვებული მასალა- რკინის წიდა და კერამიკული ნაწარმი ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმს გადაეცა. არქეოლოგთა ვარაუდით, აქ არსებობდა რკინის მეტალურგიის კერა. აღნიშნულ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მომავალ წელს გაგრძელდება.