დღეს მერმა მოქალაქეები მიიღო

24 აგვისტო, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. ადგილობრივებმა დათო გოგუას მათი საჭიროებები და პრობლემატური საკითხები პირადად გააცნეს. განცხადებები ძირითადად დასაქმების, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს შეეხებოდა. მერმა განცხადებები განიხილა და შესაბამის სამსახურებს, შესაძლებლობების ფარგლებში, მოქალაქეთა მიერ დასმული სხვადასხვა პრობლემის დროული მოგვარება დაავალა. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან მოქალაქეთა მიღების დღეები სამშაბათი და პარასკევია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დათო გოგუა მათ ყოველდღე ღებულობს.

გააზიარე