ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს მერი ადგილზე გაეცნო

31 აგვისტო, 2018

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, მავნებლის გავრცელების კერებში, კონკრეტულ ლოკაციებში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს. ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს, მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროს გია ცირამუასთან ერთად, მუნიპალიტეტის მერი დათო გოგუა ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს სიმინდის ფართობებისა და გზისპირა ადგილების ქიმიური დამუშავება ცივი წვეთოვანი შესხურების მეთოდით. პარალელურად, სოფლებში მონტაჟდება ფერომონები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სულ 1256 ფერომინი განთავსდება.

 

გააზიარე