ჩხოროწყუში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა

17 May, 2018

დღეს, 18 მაისს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა. ქორეგრაფიულმა ანსამბლებმა ,,მარდუქი“ და ,,ნაცხა“ დაბა ჩხოროწყუს ქუჩებში ეროვნული სამოსით მსვლელობა გამართეს,რომელსაც ღონისძიების ორგანიზატორები და შსს ჩხოროწყუს რაიონული სამმართველოს უფროსი ჯუმბერ იზორია შვილებთან ერთად შეუერთდნენ. მსვლელობის დასრულებისთანავე ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა კულტურის სახლის წინ კონცერტი გამართეს. ღონისძიება, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ქორეოგრაფ სალომე ჩიქოვანის ინიციატივითა და მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.

გააზიარე