მერი სასკოლო პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

11 ივნისი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის თაიას საჯარო სკოლაში, სასკოლო პროექტ - ,,გამიშვი, ქვეყანა მოვიაროს“ ფარგლებში, სკოლის პედაგოგ ნონა ოთხოზორიას ორგანიზებით შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა,რომელშიც მე- 5 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა. ბავშვებმა გააცოცხლეს სხვადასხვა კუთხის ტრადიციები, წარმოადგინეს შესაბამისი კუთხისთვის დამახასიათებელი კერძები, დადგმული ჰქონდათ ქართული ნაციონალური ცეკვა .მოსწავლეებმა შეასრულეს ფოლკლორული სიმღერები, წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა,მერის მოადგილე ვალერი თოდუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლია ჯალაღონია დაესწრნენ.

გააზიარე