მერთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა

4 May, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერთან - დათო გოგუასთან მოქალაქეთა მორიგი მიღება გაიმართა. მოქალაქეთა საჭიროებები, ძირითადად, სოციალურ და ინფრასტრუქტურულ საკითხებს შეეხებოდა. დათო გოგუამ თითოეული საკითხი განიხილა და შესაბამის სამსახურებს, შესაძლებლობის ფარგლებში, მათი დროული გადაჭრა დაავალა. მოქალაქეთა მიღების დღეები სამშაბათი და პარასკევია, საჭიროების შემთხვევაში, დათო გოგუა მათ ყოველდღე ღებულობს.

გააზიარე