მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს. ლესიჭინეს, ქვედაჩხოროწყუსა და ახუთის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში,ამ ეტაპზე, 4 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი იმუშავებს. მათ შორის 3 ავტომობილი აღჭურვილია თერმული ნისლის აგრეგატით, ხოლო ერთზე დამონტაჟებულია მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა. ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე , “მოიზიდე და მოკალის” პრინციპით, დამონტაჟებულია წერტილოვანი ფერომონები, რომლის საშუალებით მოხდება მავნებლის განადგურება. მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული და იგი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველგან განხორციელდება.