მერი ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებაში ჩაერთო

8 May, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, მერიის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროს გია ცირამუასთან და მერის წარმომადგენელთან ერთად, ლესიჭინეს ადმინისტრაციულ ერთეულში, “მოიზიდე და მოკალის” პრინციპით, დაუსახლებელ ტერიტორიაზე, ხე-მცენარეებზე განათავსეს წერტილოვანი ფერომონები, რომლის საშუალებით მოხდება მავნებლის განადგურება. ასევე , ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ქიმიური წამლობა მიმდინარეობს.ლესიჭინეს, ქვედაჩხოროწყუსა და ახუთის ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით დამუშავდა. აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში,ამ ეტაპზე, 4 ერთეული მაღალი გამავლობის ავტომობილი იმუშავებს. მათ შორის 3 ავტომობილი აღჭურვილია თერმული ნისლის აგრეგატით, ხოლო ერთზე დამონტაჟებულია მცირემოცულობიანი შემასხურებელი ტექნიკა. მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური მოქმედებისთვის ყველა რესურსია მობილიზებული და იგი, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ყველგან განხორციელდება.

გააზიარე