სოფელ ლესიჭინეში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

19 მარტი, 2018

სოფელ ლესიჭინეში, მდინარე ოჩხომურზე, ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. ხიდის სიგრძე 170, ხოლო, სიგანე 11 მეტრია. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 577 834 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ,,ჯორჯიან ბრიჯ ქონსთარქშენი“ ასრულებს. ამ ეტაპზე ძველ ხიდზე როგორც ქვეითი, ასევე საავტომობილი მოძრაობა შეზღუდული არ არის, ახალი ხიდის მშენებლობის დასრულების შემდგომ კი, მოხდება მისი დემონტაჟი.

გააზიარე