ჩხოროწყუს მერმა დედებს 3 მარტი მიულოცა
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, ახალგაზრდული მერიის წევრებთან ერთად, მაღაზიებში, აფთიაქებში ,ა(ა)იპ–ებში, სხვადასხვა ორგანიზაციაში მომუშავე ქალბატონებს გაზაფხულის პირველი დღესასწაული – დედის დღე მიულოცა და ბედნიერი დედობა უსურვა. მერმა 3 მარტი მიულოცა ასევე ქუჩაში შემხვედრ ქალბატონებს და ყვავილები მიართვა მათ.