საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

18 იანვარი, 2018

  დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით განიხილეს შემდეგი საკითხები: 1. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ. /მომხს: კ. თოლორდავა - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/ 2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე. /მომხს: კ. თოლორდავა - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/ 3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა–პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ “ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. /მომხს: კ. თოლორდავა - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/ სხომის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებს კენჭი ერთხმად უყარეს.

გააზიარე