კომისის სხდომა

18 იანვარი, 2018

  დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა გაიმართა ,რომელსაც კომისსის თავმჯდომარე კობა თოლორდავა უძღვებოდა. სხდომაზე განიხილეს მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირთა და პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ საკრებულოს სხდომაზე საკითხის გატანა. ასევე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინადარი შინაური ცხოველების (ძაღლები და კატები) მოვლა–პატრონობის და მათი მართვის წესის დამტკიცების შესახებ “ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 4 დეკემბრის №62 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.კომისსის წევრებმა საკითხის საკრებულოს სხდომაზე გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

გააზიარე