სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შობა-ახალი წელი მიულოცეს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარ დეპუტატ გოგა გულორდავასთან და სოფლის ხელმძღვანელებთან ერთად, სოციალურად დაუცველებს, შეჭირვებულ მრავალშვილიან ოჯახებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შობა-ახალი წელი მიულოცა. აღნიშნული კატეგორიის ოჯახებს მუნიციპალიტეტის მერი და პარლამენტარი სახლში ესტუმრნენ და მათ საახალწლო ნობათი გადასცეს. ტკბილეულისგან და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტისგან შემდგარი საახალწლო ნობათი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა 120– მა ოჯახმა მიიღო.