საკრებულოს სხდომა
დღეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა,რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა უძღვებოდა. სხდომაზე დღის წესრიგით განხილულიქნა შემდეგი საკითხები: 1. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საკითხის საკრებულოს სხდომაზე განხილვის თაობაზე.
/მომხს: გ. ახალაია - საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
თანამომ: კ. შელია - მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი/
2. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ქიმბაქტი“-სათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით სარგებლობაში გადაცემის შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
/მომხს: დ. დარსალია - საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/.
3. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხს: დ. დარსალია - საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე/.
4. „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 7 აგვისტოს N28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: კ. თოლორდავა - საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე/
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან ერთ-ერთი „ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის N27 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საკრებულოს წევრებმა არ განიხილეს,საკითხის უკეთ შესწავლის მიზნით.დანარჩენ საკითხებს საკრებულოს წევრთა უმრავლესობით დასამტკიცებლად კენჭი ეყარა.ამით საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის სხდომამ მუშაობა დაასრულა.