თათბირი მერის წარმომადგენლებთან

11 დეკემბერი, 2017

დღეს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ მერის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა. თათბირს მერის მოადგილე ვალერი თოდუა, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის უფროსი ათინა წურწუმია და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი კახა შელია ესწრებოდნენ. დათო გოგუა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებისგან გაეცნო ინფორმაციას სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე. მერის წარმომადგენლებმა , ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ოფთალმოლოგიური გამოკვლევების შესახებაც გააკეთეს განცხადება და აღნიშნეს ,რომ აქციის გამო , მოსახლეობა მადლიერებას გამოთქვამს. უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ყველა სოფელში პერიოდულად ჩატარდება. ის 17 დეკემბერს კირცხის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა კახა შელიამ, მერის წარმომადგენლებს სადაზღვევო კომპანია ,,ჯი პი აი“ ჰოლდინგის მომსახურების პირობები გააცნეს. კულტურის, ძეგლთა დაცვისა და განათლების სამსახურის უფროსმა ათინა წურწუმიამ საახალწლო ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, 30 დეკემბერს, ცნობილი მომღერლების მიერ, კულტურის სახლის წინ, ჩატარდება საახალწლო კონცერტი. პატარებს ელოდებათ სიურპრიზი. კონცერტი ჩატარდება ასევე, 7 იანვარს, ცეკვისა და სიმღერის ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით. თათბირზე სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს.

გააზიარე