სოფელ ხაბუმეში ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქიასთან ერთად, სოფელ ხაბუმეში საავტომობილო ხიდის მშენებლობასთან დაკავშირებული სამუშაოები დაათავლიერეს. ჟუღუს უბანში, მდინარე ოჩხომურზე, ჭოღასა და ხაბუმეს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,თენგო+“ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 148 000 ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის 12 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ 1 500 000 ლარი გამოიყო . აღნიშნული თანხა მიმართულია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სახიდე გადასასვლელების, სანიაღვრე არხების, საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.