გამგებელი შემოდგომის ზეიმს დაესწრო
დღეს მუხურის #1 საჯარო სკოლაში შემოდგომის ზეიმი გაიმართა. ღონისძიება მოსწავლეებმა სკოლის ეზოში მოაწყვეს. ბავშვები ზეიმზე ლექსებითა და სიმღერებით წარსდგნენ. ზეიმს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. თოთოეულმა კლასმა საკუთარი ,,შემოდგომის მაგიდა“ წარადგინა. პატარებმა ლამაზი კუთხეები მოაწყვეს , სადაც გამოფენეს შემოდგომის ნობათი, მოადუღეს თათარა, ჩურჩხელების ამოვლებაში მათ მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა დაეხმარა. მოსწავლეებმა და ღონისძიების ორგანიზატორებმა, თავიანთი შემოქმედებით, ერთი სასკოლო დღე გაალამაზეს.