გამგებელი ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებებს გაეცნო

5 სექტემბერი, 2017

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელ დავით აშორდიასთან და გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროს გია ცირემუასთან ერთად, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. დაათვალიერა მავნებლისგან დაზიანებული ფართობები და სიმინდის ყანები. დათო გოგუამ ადგილობრივ ფერმერებს აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე და დაგეგმილ ღონისძიებებზე ინფორმაცია გააცნო. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სიმინდის ფართობების აეროზოლური მეთოდებით დამუშავება 250 ჰექტარზე განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება. პარალელურად, საკარმიდამო ნაკვეთები, სიმინდის ფართობები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით და სამანქანე აგრეგატებით მუშავდება.

 

გააზიარე