გამგებელმა საბავშვო ბაღების გადახურვითი სამუშაოები დაათვალიერა
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ , გამგებლის პირველ მოადგილე გოჩა ჩიქოვანთან ერთად, საბავშვო ბაღების გადახურვითი სამუშაოები დაათვალიერა. სტიქიის სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხიდან სტიქიის შედეგად დაზიანებული საბავშვო ბაღებისთვის შეძენილიქნა თუნუქის სახურავი. ამ ეტაპზე გადაიხურა სოფელ ლესიჭინეს #1 და #2, სოფელ ლეწურწუმეს (ეგიარზენის უბანი) და სოფელ ნაფიჩხოვოს საბავშვო ბაღები. გადახურვით სამუშაოებს ახორციელებს ა(ა)იპ ,,ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრი“.