შეხვედრა ,,ახალგაზრდული დღეების" საინიციატივო ჯგუფის წევრებთან
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა ,,ახალგაზრდული დღეები 2017“-ს საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ახალგაზრდული დღეების ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმა. პროექტის ხელმძღვანელობას ახორციელებს გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური. ღონისძიების დაგეგმვაში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელს ბადრი (ბაჩი) თოდუას. მობ: 551 55 36 20; ,,ახალგაზრდული დღეები 2017“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 18 აგვისტოს გაიხსნება.