სოფელ ჭოღაში ასფალტის საფარის დაგება დასრულდა

6 აგვისტო, 2017

მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ გამგებლის მოადგილეებთან, გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და შ.პ.ს.,,არქეოპოლისის“ ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ჭოღაში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მეორე ჭოღაში საავტომობილო გზის 4 კილომეტრიან მონაკვეთზე ასფალტო–ბეტონის საფარის დაგება დასრულდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდიდან 639 745 ლარით,ხოლო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 72 032 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს შ.პ.ს. ,,არქეოპოლისი" ასრულებს . დასაქმებულია 20–ამდე ადგილობრივი მუშა–ხელი.

 

გააზიარე