კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი დაიწყო

3 აგვისტო, 2017

დღეს დაიწყო 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული ჩხოროწყუელი მებრძოლის კობა წურწუმიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გარდამავალ თასზე მინი-ფეხბურთში. ღონისძიება გახსნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ, რომელმაც ტურნირის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვა. ტურნირში მუნიციპალიტეტის 19 გუნდი მონაწილეობს. ტურნირის გახსნას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კობა წურწუმიას ოჯახის წევრები, მეგობრები და ფეხბურთის გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ტურნირი,რომელიც 8 აგვისტოს დასრულდება, მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით მიმდინარეობს. გამარჯვებულ გუნდს გადაეცემა კობა წურწუმიას სახელობის გარდამავალი თასი.ასევე, საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდები ფულადი პრიზებითა და დიპლომებით დაჯილდოვდებიან. ფასიანი საჩუქრები გადაეცემა საუკეთესო ფეხბურთელს, მეკარესა და ბომბარდირს.

 

გააზიარე