გამგებელმა სტიქიის შედეგად დაზარალებულები სახლში მოინახულა

6 ივლისი, 2017

მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა , 5 ივნისს, სტიქიის ზონაში ჩარჩენილებს სახლში ესტუმრა და სამაშველო ოპერაციის წარმატებით დასრულება მიულოცა. დაზარალებულებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სასაზღვრო პოლიციის ერთობლივ ოპერაციაში ჩართული ეკიპაჟის წევრებს ოპერატიულად განხორციელებული სამუშაოსთვის. რაულ პაპავა და მამუკა გელანტია სოფელ ხაბუმეში , მდინარის ადიდების შედეგად კუნძულზე ჩარჩნენ. ისინი შეშას აგროვებდნენ, რა დროსაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად იმატა. მდინარეში წყლის მატების და დინების გაძლლიერების გამო მაშველები შესვლას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო. სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ვერტმფრენის საშუალებით მოახერხეს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენა.

გააზიარე