სოფელ ხაბუმეში სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა

5 ივლისი, 2017

დღეს სოფელ ხაბუმეში მდინარე ხობისწყლის ადიდდების შედეგად 2 ადგილობრივი მაცხოვრებელი მამუკა გელანტია და რაულ პაპავა პატარა კუნძულზე ჩარჩა. ისინი აღნიშნულ ტერიტორიაზე შეშას აგროვებდნენ, რა დროსაც წყლის დონემ მნიშვნელოვნად იმატა. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, შსს , სამაშველო და სხვა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. მდინარეში წყლის მატების და დინების გაძლლიერების გამო მაშველები შესვლას ვერ ახერხებდნენ, რის გამოც ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო. სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ვერტმფრენის საშუალებით მოახერხეს სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენა. მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა ოპერატიულად განხორციელებული სამუშაოებისათვის მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამეგრელო – ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ყველა იმ ადამიანს ვინც სამაშველო ოპერაციაში იყო ჩართული.

 

გააზიარე