ქვედა ჩხოროწყუში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა. ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტს რეგიონალური განვითარების ფონდი 222 702 ლარით აფინანსებს. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,გეეთი“. მშენებლობაზე დასაქმებულია 8 ადამიანი. აქამდე სოფელ ქვედაჩხოროწყუს საბავშვო ბაღს საკუთარი შენობა არ ჰქონდა და სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში მიმდინარეობს. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ კირცხშიც. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 2013 წლიდან დღემდე, სულ 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.