მინისტრის მოადგილემ დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

16 ივნისი, 2017

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე კახაბერ გულედანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და სხვა ხელმძღვანელმა პირებმა დღეს სოფელ ახუთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს. 12 ივნისს მდინარე ,,ზანას" ადიდების გამო მწყობრიდან გამოვიდა ჩხოროწყუ–ახუთის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი. აღნიშნული ხიდი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და მასზე გადაადგილება აკრძალულია. 12 და 15 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდდა მდინარეები და ღელეები, ჩამოირეცხა შიდა საუბნო გზები, დაიტბორა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის ეზოები და პირველი სართულები, სასოფლო – სამეურნეო სავარგულები. სოფელ კირცხში( სარაქონის უბანში) და სოფელ ჭოღაში ჩამოწვა მეწყერი. მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა სტიქიის ადგილებში იმყოფებოდა და ადგილზე ეცნობოდა შექმნილ ვითარებას. ამ დროისთვის ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის აბონენტებს ელექტროენერგია შეუფერხებლად მიწოდებათ. გამგეობის სამსახურები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობას შეუძლია დარეკოს ცხელ ხაზზე : 599 85 65 77; 599 85 66 07;

გააზიარე