სოფელ კირცხში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

7 ივნისი, 2017

დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ სოფელ კირცხში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერა. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ 239 998 ლარით ფინანსდება. სამუშაოებს შ.პ.ს. ,,ბემა“ ასრულებს და ათამდე ადგილობრივი მუშა–ხელია დასაქმებული. საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. ამ ეტაპზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ნაქირავებ შენობაშია განთავსებული. ახალი ბაღის აშენების შემდეგ აღსაზრდელები ევროსტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში გააგრძელებენ სწავლას. 2013 წლიდან დღემდე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში 5 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდა. საბავშვო ბაღის მშენებლობა, ამ დღეებში ,სოფელ ქვედაჩხოროწყუშიც დაიწყება.

გააზიარე