ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გეოლოგებს შეხვდნენ
დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა მოადგილეებთან ერთად , გეოლოგებს - ზურაბ ჭყონელსა და დურმიშხან ჭელიძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე 12 ივნისის სტიქიის შედეგები განიხილეს. გეოლოგებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფელ ახუთსა და ნაკიანში განვითარებულ მეწყრულ მოვლენებზე თავიანთი მოსაზრებები გააცნეს. მათი განცხადებით, მდინარე ,,ზანაზე“ არსებული საავტომობილო ხიდი ამორტიზებულია და რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.