ნაკიანი სტიქიის მეორე დღეს
სოფელ ნაკიანში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ , მოადგილე კობა ჯიქიასთან და სოფლის მაჟორიტართან ბონდო ჭეჟიასთან ერთად გუშინდელი სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. სერიოზული დაზიანებებია ცენტრალური გზის რამოდენიმე მონაკვეთზე, რომელიც სასწრაფო შეკეთებას მოითხოვს. ჩამოწოლილმა მეწყერმა დაზიანა თხილის ფართობი.ასევე დაზარალებულია მოსახლეობა, რომელთაც წყალი ოჯახში შეუვარდათ და დატბორა საცხოვრებელი . მიმდინარეობს შესაბამისი კომისიის მიერ ზარალის დათლა.