აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმდინარე ღონისძიებები
დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის წარმომადგენლებმა , ტერიტორიული ერთეულების მიხედვით, გამგებლის წარმომადგენლებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო სპეციალური ეკიპირება გადასცეს. მუნიციპალიტეტში სულ ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული 145 შემწავლელი ჯგუფი შეიქმნა. მათი რაოდენობა სოფლების ფართობების მიხედვით განისაზაღვრა, ჯგუფის წევრები სპეციალურ ტრენინგებს გაივლიან, რის შემდეგაც დაიწყება ქიმიური წამლობა. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა შესაბამისი პრეპარატი და ტექნიკა, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა თდგილობრივ მუნიციპალიტეტებს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ,,აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ ფარგლებში ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტისთვის 4 808 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშა–ხელის შრომის ანაზღაურებისთვის 480 800, ხოლო, საწვვის შესყიდვისთვის 38 464 ლარია გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.