ანსამბლმა ,,ჩელამ“ ჩხოროწყუში კონცერტი ჩაატარა

29 May, 2017

დღეს ჩხოროწყუს კულტურის სახლში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ ,,ოდიშის“ რეზო ბულიას სახელობის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა ,,ჩელა“ კონცერტი გამართა. ანსამბლი ,,ჩელა“ ზუგდიდში 1968 წელს დაარსდა. მას უკვე მესამე თაობის მოცეკვავეები ჰყავს, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია თამაზ მოსია. დღეს საზოგადოების წინაშე პირველი და მეორე თაობის მომღერლები და მოცეკვავეები წარსდგნენ. კონცერტში ანსამბლ ,,ჩელასთან“ ერთად ზუგდიდის ვაჟთა ფოლკლორულმა და ჩხოროწყუს კულტურის სახლთან არსებულმა ანსამბლმა ,,ჩხოროწყუმ“ მიიღეს მონაწილეობა. კონცერტს მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა ჯიქია დაესწრნენ.

გააზიარე