დამოუკიდებლობის დღის აღნიშნვა ჩხოროწყუში

26 May, 2017

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები დაბა ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში ,, ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვით დაიწყო. დღესვე ეროვნული გმირის – მერაბ კოსტავას სახელობის სკვერი, სოფელ ახუთში, მის დედულეთში, მისივე დაბადების დღეზე საზეიმოდ გაიხსნა . იქვე ა.ა.ი.პ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების“ ორგანიზებით ადგილობრივი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მიერ ჩატარდა კონცერტი. მთელი დღის მანძილზე სოფელ ახუთსა და დაბა ჩხოროწყუში მიმდინარეობდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიებები ფეხბურთში, კარატე–დოში, ქართულ ჭიდაობასა და ჩოგბურთში. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დაბის ცენტრში გაიმართა ასფალტზე ხატვა. ღონისძიებებს ჩხოროწყუს გამგებელი დათო გოგუა, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

 

 

გააზიარე