2 მაისი აპოლონ ადონიას დაბადების დღეა....

2 May, 2017

2 მაისი - პოეტის, მთარგმნელის აპოლონ ადონიას დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის ისტორიული მუზეუმის თანამშრომელთა ორგანიზატორობით სოფელ კირცხში ,პოეტის საფლავზე გაიმართა ლიტერატულული კომპოზიცია ,,მე აქ ვისწავლე მზერის დაწმენდა",სადაც მონაწილეობას დაბის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. პოეტის საფლავზე სულის მოსახსენიებელი პარაკლისი მამა მიქაელ (ლაგვილავამ) გადაიხადა. პოეტის ხსოვნას პატივი მიაგეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ესებუამ , გამგებელმა დათო გოგუამ, საზოგადოებისა და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლებმა, პოეტის მეგობრებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს აპოლონ ადონია და მისი შემოქმედებითი გზა. ოჯახის ახლობლებმა მადლობა გადაუხადეს ადგილობრივ ხელისუფლებას და დღვანდელი დღის ორგანიზატორებს.

გააზიარე