ჩხოროწყუში სტიქიის შედეგების დათვლა მიმდინარეობს

23 April, 2017

დღეს ძლიერმა ქარმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ზიანი მიაყენა. წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები,ლექტროგადამცემი ბოძები, გადახდილია საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობებისა და სოფელ ნაფიჩხოვოს საჯარო სკოლის სახურავები. ელექტროენერგია ამ დროისთვის მოსახლეობის 90%–ს მიეწოდება. შუქის გარეშე დარჩენილ აბონენეტებს მისი მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგებათ. შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის გამგებელი დათო გოგუა. სტიქიის შედეგად დამდგარი ზარალის შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

გააზიარე