შესაბამისი საჭიროების მქონე  პირების სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა

მუხლი 13. შესაბამისი საჭიროების მქონე  პირების სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა

1. შესაბამისი საჭიროების მქონე  პირებისთვის განისაზღვროს სამედიცინო საშუალებებით (სასმენი აპარატი, ყავარჯენი, ეტლი, სპეცფეხსაცმელი და სხვა) უზრუნველყოფა.

2. დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის  სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) შესაბამისი საჭიროების დამადასტურებელი  დოკუმენტი;

დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);                                                     

ე)  საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 იანვრის  დადგენილება №2

გააზიარე