შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის თანახმად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის დახმარებას უწევს შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) მქონე პირებს.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მკვეთრად გამოხატული) 18 წლამდე ასაკის უნარშეზღუდული და მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე, ასევე, სმენადაქვეითებული (ყრუმუნჯი) ბავშვებისთვის ყოველთვიური დახმარება განისაზღვრება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. უსინათლო პირებისთვის ერთჯერადი დახმარება განისაზღვრება 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით,
 დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  •  განცხადება მერის სახელზე;
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • შეზღუდული შესაძლებლობის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;
  • ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
  • მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 იანვრის  დადგენილება №1

გააზიარე