ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის თანახმად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს სოციალურ პროგრამას –ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა.

1. მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, თითოეულ შვილზე ყოველთვიური დახმარების თანხა შეადგენს 40 (ორმოცი) ლარს.
     დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება მერის სახელზე;
  • დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
  • მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები

2. ერთი შვილის მიერ სრულწლოვანი ასაკის მიღწევა იწვევს მრავალშვილიანი ოჯახების დახმარების გაცემის შეწყვეტას, თუ აღნიშნული გარემოების შედეგად შვილთა რაოდენობა აღმოჩნდა ოთხზე ნაკლები.

3. ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებული დახმარება განისაზღვრება შემდეგი სახით:

  • პირველი-მე-2 შვილის შეძენა – 200 (ორასი) ლარი;
  • მე-3 შვილის შეძენა–250 (ორას ორმოცდაათი) ლარი;
  • მე-4 შვილის შეძენა–400 (ოთხასი) ლარი;
  • მე-5 შვილის შეძენა–500 (ხუთასი) ლარი;
  • მე-6 შვილის შეძენა–600 (ექვსასი) ლარი;
  • მე-7 და ყოველი მომდევნო შვილის შეძენა – 1000 (ათასი) ლარი.

 დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება მერის სახელზე;
  • დედის ან მამის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
  • მშობლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

4.  ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ყოველთვიური დახმარება შეადგენს 100 (ასი) ლარს.

         დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
დ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (შემაკავებელი ორდერი);
ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

5. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ყოველთვიური დახმარება გაიცემა შესაბამისი სტატუსის მოხსნამდე

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 3 ინავრის  დადგენილება №1

გააზიარე