სადღესასწაულო დღეების დახმარება

მუხლი 15. სადღესასწაულო დღეების დახმარება

1. შობა-ახალი  წლისა და აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, დახმარება კვების პროდუქტების სახით გაიცემა:

ა) მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციარებზე;

ბ) დედ-მამით ობოლ ბავშვებზე;

გ) სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული პირებზე;

დ) უკიდურესად მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებზე.

2. ბენეფიციარების შერჩევა ხდება  მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების  მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად.

 

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 6 იანვრის  დადგენილება №2

გააზიარე