დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირებზე სოციალური დახმარების გაცემის წესის თანახმად ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს დევნილთა მხარდაჭერის პროგრამას.

იძულებით გადაადგილებულ პირთა დაკრძალვისათვის დახმარების თანხა განისაზღვრება ერთჯერადად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მოქალაქემ გამგეობაში უნდა წარმოადგინოს:

  • განცხადება მერის სახელზე;
  • გარდაცვალების მოწმობის ასლი;
  • დევნილის მემკვიდრის მოწმობის ასლი;
  • მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  •  გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;
  • ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობის ან შვილის დაბადების მოწმობის ასლები);
  • საბანკო რეკვიზიტების მონაცემები.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 იანვრის დადგენილება №1

გააზიარე