ვოკალურ – ინსტრუმენტალურმა ჯგუფმა პირველი კონცერტი ჩაატარა

24 იანვარი, 2018

დღეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში ა(ა)იპ ,, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანებასთან" არსებულმა ვოკალურ – ინსტრუმენტალურმა ჯგუფმა კონცერტი ჩაატარა. ჯგუფი მაყურებლის წინაშე დღეს პირველად წარსდგა. ვოკალურ – ინსტრუმენტალური ჯგუფი მუნიციპალიტეტის მერის დათო გოგუასა და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუას მხარდაჭერითა და ,,სახალხო თეატრისა“ და ,,კულტურის ცენტრისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის გაერთიანების“ ინიციატივით შეიქმნა. ჯგუფის ხელმძღვანელია ვიტალი შანავა,ხოლო, სამხატვრო ხელმძღვანელი დათიკო დარსალია. კონცერტს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.

გააზიარე