სოფელ მუხურში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა მიმდინარეობს

5 May, 2020

სოფელ მუხურში, ლუგელას ხეობაში, ჰიდროელექტროსადგურ ,,ხობი-2“ -ის მშნებლობა მიმდინარეობს. სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი. სამუშაოების 20% უკვე შესრულებულია. დასრულებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ამჟამად მიმდინარეობს TBM დანადგარის დასაწყობება. უახლოეს დღეებში მისი აწყობა და გვირაბის გაჭრა დაიწყება. სამუშაოებში 30-მდე ადგილობრივი მუშა-ხელია დასაქმებული. სამუშაოებს ,,კავკასუს როუდ პროჯექტი“ ახორციელებს. ჰიდროელექტროსადგური 41 მეგავატი სიმძლავრის იქნება და მშენებლობა ორ წელიწადში დასრულდება. პროექტის ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება. ობიექტებზე ტარდება თერმოსკრინინგი და გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა ზომა, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული როგორც კორონავირუსის პრევენციისთვის აუცილებელი რეკომენდაციები, ასევე შრომის უსაფრთხოების პირობები.

გააზიარე