სოფელ ქვედა ჩხოროწყუში ბაღის მშენებლობა ინტენსიურად გრძელდება

11 აგვისტო, 2017

მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ და გამგებლის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა სოფელ ქვედა ჩხოროწყუში მშენებარე საბავშვო ბაღი დაათვალიერეს. ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ღირებულება 222 702 ლარს შეადგენს. აქედან 200 165 ლარი რეგ.განვითარების ფონდიდან, ხოლო, 22537 ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,გეეთი“. მშენებლობაზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა. აქამდე სოფელ ქვედაჩხოროწყუს საბავშვო ბაღის შენობა არ ჰქონდა და სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში მიმდინარეობდა. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს სოფელ კირცხშიც. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, 2013 წლიდან დღემდე, სულ 5 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა.

გააზიარე