შეხვედრა საგრანტო დახმარების ფონდის წარმომადგენლებთან

25 ოქტომბერი, 2017

დღეს საგრანტო დახმარების ფონდის წარმომადგენლები ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებს, ასევე , დაინტერესებულ პირებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს მეფუტკრეობასა და სოფლის მეურნეობის სხვა დარგების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. მეფუტკრეობის პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველებმა განაცხადი უნდა გააკეთონ 15 ნოემბრამდე. პროექტის დაფინანსება შესაძლებელი იქნება 30 000 აშშ დოლარის ოდენობით. პროექტში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ პროექტის ხელმძღვანელს ჩხოროწყუში – გენადი პაპავას. მობ: 551 14 37 08;

გააზიარე