შესარჩევი ტური მინი ფეხბურთში

6 ნოემბერი, 2023

13 ოქტომბერს, გამართულ ფინალური შეხვედრას სასკოლო ოლიმპიადის შესარჩევ ტურში მინი ფეხბურთში ვაჟთა და გოგონათა შორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შოთა წურწუმია საკრებულოს სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

პირველ ადგილზე გავიდა ჭოღას საჯარო სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდი, რომელიც 2024 წლის გაზაფხულზე მონაწილეობას მიიღებს რეგიონალურ პირველობაში.

გამარჯვებული გუნდები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა წურწუმიამ დააჯილდოვა და წარმატებები უსურვა გამარჯვებულებს. შესარჩევ ტურში საჯარო სკოლების 13 ვაჟთა და 4 გოგონათა გუნდი მონაწილეობდა.

 

გააზიარე