სამეცნიერო კონფერენცია ისტორიულ მუზეუმში

29 მარტი, 2019

დღეს ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას მუზეუმის დირექტორი ნაირა ციმინტია უძღვებოდა. კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თემები: ,,ქართველი ერის სულიერი მისია და თანამედროვეობა“ (მომხსენებელი კოტე ნაჭყებია) ,,ზვიად გამსახურდიას ლექსების ალიტერაცია“ (მომხსენებელი -ირმა თოდუა) ქალაქ ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაია ყალიჩავამ, მარიამ შუბლაძემ, სალომე ესართიამ წარმოადგინეს თემები ზვიად გამსახურდიას პოეზიასა და პირველი პრეზიდენტის მკვლელობის მიზეზებზე. მუხურის ,სარაქონისა და ქალაქ ჩხოროწყუს #2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ზვიად გამსახურდიას ლექსები.

გააზიარე